მუხლი 82. საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება
თავი XIV — საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირება და ზედამხედველობა
1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის) ან საზედამხედველო ორგანოს წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს პროპორციული და შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და სიმძიმეს ან/და საინვესტიციო ფონდის აქტივებისთვის მიყენებულ ზარალს ან შექმნილ საფრთხეს, აგრეთვე ითვალისწინებდეს შესაბამისი დარღვევის გავლენას ინვესტორთა ინტერესებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების შემთხვევაზე.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (22.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 82. საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება 1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის) ან საზედამხედველო ორგანოს წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს პროპორციული და შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და სიმძიმეს ან/და საინვესტიციო ფონდის აქტივებისთვის მიყენებულ ზარალს ან შექმნილ საფრთხეს, აგრეთვე ითვალისწინებდეს შესაბამისი დარღვევის გავლენას ინვესტორთა ინტერესებზე. თ3. ავმ მუხლი XV ს მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაცფინანსების მაღკვეთის ხელშეწყობის შესაკხებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების შემთხვევაზე.