მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგად, სამსახურის უფროსი წერილობით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისთვის კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ქმედების განხორციელების დავალების ან/და რეკომენდაციის მიცემის თაობაზე;

ბ) სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ვერგამოვლენის თაობაზე;

დ) შემდგომი რეაგირებისათვის მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგების შესაბამისი საზედამხედველო/მაკონტროლებელი ორგანოსათვის შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ასლის გადაგზავნის თაობაზე;

ე) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზ