1. საქმის წარმოების შედეგად მიღებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს გადაწყვეტილება, მისი ოფიციალური გაცნობიდან  1 თვის ვადაში. სამსახურის უფროსის სხვა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ წესით გათვალისწინებული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სამსახურში ან სასამართლოში, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მხარისათვის ჩაბარებიდან, ხოლო ამ წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – განცხადების განუხილველად დატოვებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარს სამსახური იხილავს 1 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება სამსახურში საჩივრის შეტანის მომდევნო დღიდან.

თავი VII. მონაცემთა დაბლოკვის წე