1. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა, გარდა გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეკომენდაციებისა.
2. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების, მათ შორის, აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი წარუდგენს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე ინფორმაციას/მტკიცებულებებს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.
3. ობიექტური გარემოებების გამო სამსახურის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დავალების განსაზღვრულ ვადაში შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, სპეციალურ წარმომადგენელს უფლება აქვს, შესაბამისი ვადის ამოწურვამდე, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს სამსახურს დადგენილი ვადის გაგრძელების დასაბუთებული მოთხოვნით. ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
4. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ინფორმაციის/მტკიცებულებების განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია მოითხოვოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისგან შესაბამისი ინფორმაცია/მტკიცებულებები.
5. კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში – სამსახურის უფროსი, იღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო სამსახურის თანამშრომელი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ამ წესის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის ამ წესის შესაბამისად შესწავლას, ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციების მიხედვით, ახორციელებს სამსახურის ის დეპარტამენტი, რომლის მიერ დასრულებულ საქმის წარმოებასაც უკავშირდება სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტი.
7. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, გამოწეროს და აღსასრულებლად წარადგინოს სააღსრულებო ფურცელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა