1. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა, გარდა გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეკომენდაციებისა.
2. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების, მათ შორის, აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე ინფორმაციას/მტკიცებულებებს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.
3. ობიექტური გარემოებების გამო სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დავალების განსაზღვრულ ვადაში შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელს/უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, შესაბამისი ვადის ამოწურვამდე გონივრული ვადით ადრე, მიმართოს სამსახურს დადგენილი ვადის გაგრძელების დასაბუთებული მოთხოვნით. ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორი, გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის გზით.
4. მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ინფორმაციის/მტკიცებულებების განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია მოითხოვოს მონაცემთა დამმუშავებლისგან/უფლებამოსილი პირისგან შესაბამისი ინფორმაცია/მტკიცებულებები.
5. სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, გამოწეროს და აღსასრულებლად წარადგინოს სააღსრულებო ფურცელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა