მუხლი 43. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებისა და ამ წესით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადები
თავი VI — მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება, მისი აღსრულება და ამ წესით გათვალისწინებული აქტების გასაჩივრების ვადა
1. ამ წესის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტითა და 41-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო ინსპექტორის სხვა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში მხარისათვის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ წესით გათვალისწინებული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სამსახურში ან სასამართლოში, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მხარისათვის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 43, №08, 06.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5237952/muxli-43/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია