1. მონაცემთა დაბლოკვა არის მონაცემთა დამუშავების (გარდა მონაცემთა შენახვისა) დროებით შეჩერება.
2. თუ სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება შესაძლოა ხორციელდებოდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ან მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევით და აღნიშნული მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის პირის უფლებებს, სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე, დაბლოკოს მონაცემები, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულებამდე.
3. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, შეიძლება გაგრძელდეს ამ მონაცემთა დამუშავება, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის.
4. მონაცემები უნდა დაიბლოკოს დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით, არაუმეტეს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულების ვადისა. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულებასთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, განისაზღვრება დაბლოკილ მონაცემებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებებ