1. მონაცემთა დაბლოკვა არის მონაცემთა დამუშავების (გარდა შენახვისა) დროებით შეჩერება.
2. თუ სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება შესაძლოა ხორციელდებოდეს კანონის ან მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევით და აღნიშნული მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის პირის უფლებებს, სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე, დაბლოკოს მონაცემები, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულებამდე.
3. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, შეიძლება გაგრძელდეს ამ მონაცემთა დამუშავება, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის.
4. მონაცემები უნდა დაიბლოკოს დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით, არაუმეტეს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულების ვადისა. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულებასთან ერთად, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, განისაზღვრება დაბლოკილ მონაცემებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებებ