1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა სრულდება, თუ  მოპოვებულია საკმარისი, საიმედო და შესაფერისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების ან უარყოფისათვის ან/და მიღწეულია მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ან არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) მიზანი. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულების დროდ მიიჩნევა სამსახურის უფროსის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერის დღე.

2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურის თანამშრომელი უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულების შესახებ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირისთვის წარდგენას.

3. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების პროექტი მზადდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კანონის 65-ე მუხლითა და ამ წესის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ვადების დაცვა.

4. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში სამსახურის თანამშრომლის მიერ არ არის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების პროექტი მზადდება ამ წესის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის