1. ინსპექტირება სრულდება, თუ მოპოვებულია საკმარისი, სანდო და შესაფერისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების ან უარყოფისათვის ან/და მიღწეულია გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების მიზანი. ინსპექტირების დასრულების დროდ მიიჩნევა სააგენტოს დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერის დღე.

2. ინსპექტირების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ინსპექტირების დასრულების შესახებ სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა