1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ვადები განისაზღვრება შემოწმების ჩატარების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, შესამოწმებელი საკითხის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. ვადის ცვლილება დასაშვებია სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით.

2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის განხილვის ვადა 2 (ორი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რის გამოც აღნიშნულ ვადაში შეუძლებელია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით საკმარისი, საიმედო და შესაფერისი მტკიცებულებების შეგროვება, განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 (ერთი) თვით, თუ აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადა. ვადის გაგრძელების მიზნით, 2 (ორი) თვიანი ვადის გასვლამდე არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს. ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გამოიცემა სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - ბრძანება, რომელშიც მიეთითება ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ვადის გაგრძელების შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება განმცხადებელს.

3. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია განცხადების განხილვისას შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, თუ აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადა. ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით გამოიცემა სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - ბრძანება, რომელშიც მიეთითება ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ვადის შეჩერების შესახებ სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირის მიერ წერილობითი ფორმით ეცნობება განმცხადებელს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე.

4. საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაშ