1. ამ თავით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - ბრძანება უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახეს;
ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დასახელებას;
გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სათაურს, გამოცემის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მითითებას იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე ან მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;
ე) შესაბამის დასაბუთებას (დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემისას) ან მითითებას სტრუქტურული ერთეულის მიერ წარდგენილ ასეთ დასაბუთებაზე;
ვ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს;
ზ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის წესს;
თ) ინფორმაციას გასაჩივრების უფლების შესახებ, საჩივრის განმხილველი ორგანოს დასახელებას, მისამართს და გასაჩივრების ვადას;
ი) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამომცემი პირის თანამდებობას, ვინაობას და ხელმოწერას.
2. ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის სახელს/სახელწოდებას, პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო კოდს (გარდა საჯარო დაწესებულებისა). იმ შემთხვევაში, თუ უცნობია ან ზუსტად არ არის ცნობილი მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის ვინაობა, მიეთითება მონაცემთა დამუშავების ან შესაძლო დამუშავების ფაქტის შესახებ;
ბ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებს და ჩატარების პერიოდს/ვადებს.
3. ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად, დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: სამსახურის თანამშრომლ(ებ)ის სახელს, გვარს, თანამდებობას, სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნომერს. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის ფორმირება შეიძლება განხორციელდეს როგორც ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ასევე ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს სხვა ინფორმაციასაც, რომლის მითითებასაც საჭიროებს კონკრეტული საქმის გარემოებები.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში ცვლილება შეაქვს მის გამომცემს, ამ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამომცემი უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები.
7. ამ თავით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი გაეცნობა შესაბამის პირს ამ წესის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცე