1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში მტკიცებულებად მიიჩნევა:

ა) მხარის ახსნა-განმარტება;

ბ) მოწმის ჩვენება;

გ) დოკუმენტური მტკიცებულება;

დ) ნივთიერი მტკიცებულება;

ე) ექსპერტის დასკვნა;

ვ) სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილი რაიმე გარემოების ან ქმედების აღმწერი წერილობითი, აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი (მათ შორის, ზეპირი განხილვის ოქმი, ადგილზე შემოწმების ოქმი და სხვა);

ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

თ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ინფორმაცია ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა ექნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის.

2. სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია მტკიცებულების მოპოვების მიზნით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მეთოდი:

ა) მხარისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა;

ბ) მოწმისთვის ჩვენების ჩამორთმევა;

გ) დოკუმენტური მტკიცებულების გამოთხოვა ან/და დათვალიერება;

დ) ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერება;

ე) ექსპერტიზის დანიშვნა;

ვ) ექსპერიმენტის ჩატარება;

ზ) ადგილზე შემოწმება;

თ) ზეპირი განხილვა.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდებისა, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც რელევანტურია და დაეხმარება სამსახურის თანამშრომელს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლაში და რომელთა გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

4. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ჩასატარებლად კონკრეტული მტკიცებულებ(ებ)ის მოპოვების, მტკიცებულების მოპოვების კონკრეტული მეთოდ(ებ)ის გამოყენებისა და ამ პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების (ფოტოგადაღება, აუდიოჩაწერა, ვიდეო-აუდიო ჩაწერა) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის თანამშრომელი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შეთანხმებითა და კოორდინაციით. გადაწყვეტილების მიღებისას, სამსახურის თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზანი, მოცულობა და მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა.

5. მტკიცებულებების მოპოვების უშუალოდ დაწყებამდე, მიზანშეწონილია დადგინდეს ზოგადი ინფორმაცია მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის შესახებ (მათ შორის, საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, ფუნქცია-მოვალეობები და ა.შ.