1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები უნდა იყოს საკმარისი სამართალდარღვევის არსებობის/არარსებობის ფაქტისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში გამოვლენილი სხვა ნაკლოვანებების დასადგენად. ამასთან, მტკიცებულებები უნდა იყოს სანდო, რაც გულისხმობს მტკიცებულების მოძიების წყაროსა და მეთოდის სანდოობას (მტკიცებულების სანდოობის ხარისხი იზრდება, როდესაც იგი მოპოვებულია თავდაპირველი წყაროდან ან მისი დადასტურება შესაძლებელია რამდენიმე წყაროთი) და შესაფერისი, რაც გულისხმობს მტკიცებულების ლოგიკურ კავშირს იმასთან, რის დასამტკიცებლადაც ხდება მისი მოძიება.

2. მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას სამსახურისთვის აქვს მტკიცებულებითი ძალა, თუ ეჭვს არ იწვევს მისი წარმომავლობა და ავთენტურობა ან თუ მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებს მასზე ასახულ ინფორმაციას.

3. მტკიცებულების წარმომავლობა და ავთენტურობა არ საჭიროებს დადასტურებას, თუ მტკიცებულება მოპოვებულია/დაფიქსირებულია სამსახურის თანამშრომლის ან სხვა უფლებამოსილი  პირის/ორგანოს მიერ.

4. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

5. სახელმწიფო ინსპექტორი მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

6. გამოკვლევას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც:

ა) საყოველთაოდაა ცნობილი;

ბ) დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, მონაცემთა დამუშავების კანონიერების სხვა შესწავლის ფარგლებში მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილები