1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყების მიზნით მონაცემთა სუბიექტის განცხადება უნდა იქნეს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით – მატერიალურად ან ელექტრონულად.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, მისამართი (სადაც შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის ჩაბარება), ტელეფონის ნომერი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) განმცხადებლის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების სავარაუდო დამრღვევი მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის ისეთი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლებიც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შესაძლებელს გახდის მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას;
გ) შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის სავარაუდო თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
დ) შესაძლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების აღწერა და მისი არსი;
ე) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა;
ვ) განცხადების წარდგენის თარიღი;
ზ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენელის ხელმოწერა.
3. განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარმოდგენა შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო;
ბ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში - უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
4. განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მტკიცებულებების ჩამონათვალი უნდა ერთვოდეს განცხადება