1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში სამსახური ვალდებულია დაადგინოს:

ა) მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებისას იყო თუ არა დაცული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა წესები და მოთხოვნები;

ბ) მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

გ) ბრალეულია თუ არა მონაცემთა დამმუშავებლი ან/და უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში;

დ) არის თუ არა სახეზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები;

ე) ექვემდებარება თუ არა მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;

ვ) სხვა გარემოებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებები