1. საკითხის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით - ბრძანებით, სამსახურის თანამშრომლებისგან შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ფორმირდება სამსახურის:
ა) საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება საჯარო დაწესებულებას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისა);
ბ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება:
ბ.ა) სამართალდამცავ ორგანოს ან სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებას;
ბ.ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას ან სხვა საჯარო დაწესებულებას/კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზანია ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადაცემის ან/და აღნიშნულის თაობაზე სამსახურის (სახელმწიფო ინსპექტორის) ინფორმირების კანონიერების შესწავლა;
გ) კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება ფიზიკურ პირს ან კერძო დაწესებულებას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისა);
დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა ერთდროულად უკავშირდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოებს და დაწესებულებებს.
2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნის, სპეციფიკისა და დასადგენი გარემოებებიდან გამომდინარე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლებისა, ჯგუფში ასევე შესაძლებელია ჩაერთვნენ:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები;
ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ მონაცემთა დამუშავების კანონიერების ეფექტიანად შესწავლისთვის აუცილებელი ცოდნა, გამოცდილება ან უნარ-ჩვევები;
გ) შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ შეიძლება განხილულ იქნეს სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის განსხვავებული წესით ფორმირების შემზღუდავ გარემოებად. ჯგუფი ფორმირდება სამსახურის მინიმუმ 2 თანამშრომლისგა