1. საკითხის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, სამსახურის თანამშრომლებისგან შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ფორმირდება სამსახურის:
ა) საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება საჯარო დაწესებულებას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისა, ასევე „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმური შემოწმებისა (ინსპექტირება));
ბ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება:
ბ.ა) სამართალდამცავ ორგანოს ან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებას;
ბ.ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას ან სხვა საჯარო დაწესებულებას/კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზანია ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადაცემის ან/და აღნიშნულის თაობაზე სამსახურის ინფორმირების კანონიერების შესწავლა;
გ) კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება ფიზიკურ პირს ან კერძო დაწესებულებას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისა, ასევე, „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმური შემოწმებისა (ინსპექტირება));
დ) გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება საჯარო და კერძო სექტორში, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმურ შემოწმებას (ინსპექტირება) (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ე) ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა ერთდროულად უკავშირდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოებს და დაწესებულებებს.
2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნის, სპეციფიკისა და დასადგენი გარემოებებიდან გამომდინარე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლებისა, ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები;
ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლები (მათ შორის სტაჟიორი), რომლებსაც აქვთ მონაცემთა დამუშავების კანონიერების ეფექტიანად შესწავლისთვის აუცილებელი ცოდნა, გამოცდილება ან უნარ-ჩვევები;
გ) შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ შეიძლება განხილულ იქნეს სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის განსხვავებული წესით ფორმირების შემზღუდავ გარემოებად. ჯგუფი ფორმირდება სამსახურის მინიმუმ 2 თანამშრომლისაგა