1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია მხარეს ჩამოართვას ახსნა-განმარტება. მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით, წერილობითი ფორმით, წარუდგინოს სამსახურის თანამშრომელს ახსნა-განმარტება.
2. სამსახურის თანამშრომლისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება, არაჯეროვანი შესრულება ან/და ახსნა-განმარტების მისაცემად სამსახურში დაბარებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის დადგენილ დროს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, უთანაბრდება ინფორმაციის მიუწოდებლობას, რის გამოც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის 86-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
3. სამსახურის თანამშრომლისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე განმცხადებლის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება ან/და ახსნა-განმარტების მისაცემად სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გამოძახებული განმცხადებლის დადგენილ დროს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, შესაძლებელია გახდეს შესაბამისი ფაქტის დაუდასტურებლად მიჩნევის ან/და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შეწყვეტის/განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
4. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით, მხარის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას გამოძახებას წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით, უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელი. სამსახურის თანამშრომელი, ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ მხარისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, მხარეს განუმარტავს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ შესაძლო შედეგებს.
5. სამსახურის მიერ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი მხარის ახსნა-განმარტების პროცესს, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შემთხვევაში, ესწრება მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანი ახსნა – განმარტების პროცესში მონაწილეობს დამოუკიდებლად, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ახსნა-განმარტების მიცემისას მხარე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს შეკითხვა დაუსვას მხარეს, ახსნა-განმარტების მიცემის ნებისმიერ მომენტში.
7. ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად – სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
8. ახსნა-განმარტების ზეპირად ჩამორთმევის, ასევე ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით, მხარის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას ზეპირი კომუნიკაციის ფორმით გამოძახებისას, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ამ წესის 33-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ