1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ინფორმაციის ეფექტიანად მიღება.
2. ყრუ ან სმენადაქვეითებული პირისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით. თუ პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შესაძლებელია წერილობით, ხოლო თუ იგი მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებს პასუხები წერილობით გასცეს.
3. თუ ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) დანიშვნა განხორციელდა სამსახურის თანამშრომლის ინიციატივით, თარჯიმნის ხარჯები ანაზღაურდება სამსახურის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდა