1. თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენა (მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვება, გამოკვლევა და დემონსტრირება) სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია სამსახურის უფროსის თანხმობით, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ნებისმიერ სტადიაზე მოიწვიოს ექსპერტი ან/და მოითხოვოს ექსპერტიზის ჩატარება.
2. ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სამსახურის თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით მიმართავს სამსახურის უფროსს, რომელშიც აღინიშნება ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზანი, აუცილებლობის დასაბუთება და ექსპერტის წინაშე დასასმელი საკითხები.
3. მხარეს უფლება აქვთ სამსახურისგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნა სამსახურის თანამშრომელს უნდა წარედგინოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულებამდე.
4. სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია, მხარეს განუსაზღვროს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ვადის გაგრძელების საფუძველი.
5. ექსპერტის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
6. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასმულ კითხვებზე დასაბუთებულ პასუხებს.
7. მხარეებს უფლება აქვთ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას და წერილობით გამოთქვან თავიანთი მოსაზრება.
8. თუ ექსპერტიზის ჩატარება განხორციელდა სამსახურის თანამშრომლის ინიციატივით, ექსპერტის ხარჯები ანაზღაურდება სამსახურის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი