1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ზედამხედველობის ობიექტის პერსონალს ჩამოართვას ახსნა-განმარტება. ზედამხედველობის ობიექტის პერსონალს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით, წერილობითი ფორმით, წარუდგინოს უფლებამოსილ პირს ახსნა-განმარტება.

2. უფლებამოსილი პირისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე ზედამხედველობის ობიექტის პერსონალის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება, არაჯეროვანი შესრულება ან/და ახსნა-განმარტების მისაცემად სააგენტოში დაბარებული ზედამხედველობის ობიექტის პერსონალის დადგენილ დროს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, უთანაბრდება ინფორმაციის მიუწოდებლობას.

3. ახსნა-განმარტების მიცემისას, ზედამხედველობის ობიექტის პერსონალი თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეკითხვა დაუსვას ზედამხედველობის ობიექტის პერსონალს ახსნა-განმარტების მიცემის ნებისმიერ მომენტში.

4. ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად – სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

5. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით, ზედამხედველობის ობიექტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას ზეპირი კომუნიკაციის ფორმით გამოძახებისას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ