1. თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს სააგენტოს დირექტორის თანხმობით, ინსპექტირების ნებისმიერ სტადიაზე მოიწვიოს ექსპერტი ან/და მოითხოვოს ექსპერტიზის ჩატარება.

2. ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს დირექტორს, რომელშიც აღინიშნება ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზანი, აუცილებლობის დასაბუთება და ექსპერტის წინაშე დასასმელი საკითხები.

3. ზედამხედველობის ობიექტს უფლება აქვს სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნა უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს ინსპექტირების დასრულებამდე.

4. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ზედამხედველობის ობიექტს განუსაზღვროს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში ზედამხედველობის ობიექტის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს ზედამხედველობის ვადის გაგრძელების საფუძველი.

5. ექსპერტის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

6. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასმულ კითხვებზე დასაბუთებულ პასუხებს.

7. ზედამხედველობის ობიექტს უფლება აქვს გაეცნოს სააგენტოს ინიციატივით განხორციელებულ ექსპერტის დასკვნას და წერილობით გამოთქვას თავისი მოსაზრება.

8. თუ ექსპერტის მომსახურება ან ექსპერტიზის ჩატარება განხორციელდა სააგენტოს ინიციატივით, ექსპერტის მომსახურების ან ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი