1. ზედამხედველობის ობიექტს უფლება აქვს:
ა) წარადგინოს მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები, შენიშვნები და მოსაზრებები;
ბ) როგორც ინსპექტირების პროცესში, ასევე ამ პროცესის დასრულების შემდგომ, მოითხოვოს საქმის წარმოების მასალების გაცნობა ან მასალების ასლების გადაცემა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა), თუ აღნიშნული ხელს არ უშლის ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) ზედამხედველობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის მეშვეობით, მათ შორის, ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;
დ) მოითხოვოს უფლებამოსილი პირის აცილება ამ წესის მე-15 მუხლის საფუძველზე;
ე) მოითხოვოს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა;
ვ) გაასაჩივროს სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) ისარგებლოს ამ წესითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
2. ზედამხედველობის ობიექტი ვალდებულია:
ა) დაემორჩილოს სააგენტოს ან/და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას და უზრუნველყოს მითითებულ ვადაში ამ მოთხოვნის ჯეროვნად შესრულება;
ბ) უზრუნველყოს უფლებამოსილი პირი სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, ადგილზე შემოწმების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დროებით გამოუყოს მას სამუშაო ოთახი ან ადგილი;
გ) უზრუნველყოს სააგენტო ან/და უფლებამოსილი პირი ზედამხედველობისთვის საჭირო ყველა ინფორმაციით/დოკუმენტაციით, ამასთან, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისრულეზე;
დ) არ ჩაერიოს უფლებამოსილი პირის საქმიანობაში, არ შეაფერხოს და არ დააბრკოლოს ზედამხედველობის პროცესი;
ე) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
ინსპექტირების პროცე