1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის გამომრიცხავი გარემოებებია:

ა) სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობა;

ბ) განმცხადებელის მიერ განცხადების განუხილველად დატოვების ან მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შეწყვეტის მოთხოვნა;

გ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყებამდე ან შესწავლის მომენტისთვის კანონის  65-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლა;

დ) სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების არსებობა იმავე დარღვევის ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა;

ე) დავის სასამართლო წარმოებაში არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებს შორის, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა;

ვ) სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა;

ზ) სისხლის სამართლის საქმის არსებობა იმავე ფაქტზე, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა;

თ) კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დანაშაულის ნიშნების არსებობა;

ი) საკითხის შესწავლა სცილდება სამსახურის კომპეტენციას;

კ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებების არსებობა, რომელიც გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას.

2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა არ დაიწყება, ხოლო დაწყებული შესწავლა შეწყდება, თუ სამსახურისთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის არსებობის შესახებ. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა წყდება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომელზეც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი.

3. თუ ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული განცხადების განსახილველად მიღების ეტაპზე სამსახურისთვის ცნობილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის არსებობის შესახებ, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირი განუხილველად ტოვებს განცხადებას. ამ შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირი ვალდებულია ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებელს წერილობით აცნობოს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, განუმარტოს მას განცხადების განუხილველად დატოვების შედეგი და აღნიშნულის გასაჩივრების უფლება (მათ შორის, საჩივრის განმხილველი ორგანოს დასახელება, მისამართი და გასაჩივრების ვადა).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყებული პროცესის შეწყვეტა ხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, რომელიც გამოიცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მოიცავს მონაცემთა დამუშავების რამდენიმე შემთხვევას, რომელთაგან მხოლოდ ერთის ან რამდენიმეს მიმართ წარმოიშობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით იმსჯელოს ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა იწვევს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების მისაღებად. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით დაიწყოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), თუ მონაცემთა სუბიექტის განცხადებაში აღწერილ გარემოებებზე რეაგირებისგან თავის შეკავება უარყოფით გავლენას იქონიებს მონაცემთა სხვა სუბიექტ(ებ)ის უფლებებზე. ამ შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა დამუშავების კანონიერების შეწყვეტილი შესწავლისას მოპოვებული მტკიცებულებები განიხილოს საკუთარი ინიციატივით დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირება) ფარგლებშ