1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ან არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მიეთითება შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების საფუძველი, მიზანშეწონილობა, შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებისა და დასრულების თარიღი და ფარგლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ან არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – შემოწმების დაწყების შესახებ ბრძანება