1. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით სამსახური ინსპექტირებას ახორციელებს გეგმურად და არაგეგმურად.

2. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად.

3. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში და მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

4. ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომპლექსურად სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით. დაუშვებელია ზემოაღნიშნული სფეროების მიხედვით სპეციალიზებული ინსპექტირების ჩატარებ