და
არაგეგმური
შემოწმება

1. შრომის ინსპექციის მიერ განსახორციელებელი გეგმური შემოწმებისას, პრიორიტეტული დარგები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კონკრეტული ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელიც უნდა შემოწმდეს დადგენილი პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, განისაზღვრება აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის  შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ობიექტის არაგეგმური შემოწმება ხორციელდება შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის  გადაწყვეტილების საფუძველზე:

ა) სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების, საჩივრების, „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებებისა და ა.შ. (გონივრულობის ფარგლებში, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას) საფუძველზე;

ბ) ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით ან/და ასეთი შემთხვევის მოხდენის თაობაზე ეჭვის არსებობის საფუძველზე;

გ) ობიექტზე მომხდარი ისეთი ავარიის შემთხვევაში, რომელსაც არ მოჰყოლია უბედური შემთხვევა;

დ) თუ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რაც მიუთითებს ობიექტზე დასაქმებულთა პროფესიული დაავადებების თაობაზე.

3. ობიექტის შემოწმების ჩატარების განხორციელების დროისა და ვადის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელ