1. ობიექტის საქმიანობის შემოწმება შეიძლება, განხორციელდეს გეგმური ან არაგეგმური წესით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
2. ინსპექტირების პროცესი არ იწვევს ობიექტის საწარმოო პროცესის შეჩერებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, შემოწმებები შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. ობიექტის საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან (საფუძვლებიდან) გამომდინარე, შემოწმება შესაძლებელია, ჩატარდეს მიზნობრივად, შრომის უსაფრთხოების სფეროს ცალკეული კომპონენტების ან მიმართულებების მიხედვით (ნაწილობრივი ინსპექტირება).
ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი რეგულირე