განხორციელება და მისი სამართლებრივი საფუძვლები
1. ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ობიექტზე შევა შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი და წარადგენს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის (პირების) სამსახურებრივ პირადობის მოწმობას.
2. ობიექტზე გეგმური შემოწმების დროს წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა ინსპექტირება.
3. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი იქნება შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ან მისი დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უზრუნველყოფს აღნიშნული აქტის წარდგენას.
4. ობიექტის ისეთი არაგეგმური შემოწმება, რომელიც გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით, არ წარმოშობს შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ გამოცემის ვალდებულებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული არაგეგმური შემოწმების დროს, ინსპექტირება ხორციელდება შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი პირის სიტყვიერი დავალების საფუძველზე. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისი არაგეგმური შემოწმება განხორციელდება, თუ:
ა) ინსპექტირების ობიექტზე მოხდა ავარიული სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) შრომის ინსპექციას მიეწოდა ინფორმაცია ისეთი ფაქტის ან/და შემთხვევის თაობაზე, როდესაც აუცილებელია რეაგირების ზომების დაუყოვნებლივ გატარება დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით (მიწოდებული ინფორმაციის საფრთხისშემცველობა განიხილება გონივრულობის ფარგლებში);
გ) სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რომლებიც ცნობილი გახდება შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირისთვის უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
7. თუ ინსპექტირებისას გამოვლინდება, რომ ობიექტის საქმიანობა ხორციელდება იმგვარად, რომ შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, შრომის ინსპექციის უფლებამოსილმა პირმა უნდა შეაჩეროს ობიექტის საქმიანობა (სრულად ან ნაწილობრივ) და არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის წარდგენისას შრომის ინსპექციამ უნდა დაასაბუთოს ობიექტის საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობ