1. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობენ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი (პირები), ასევე შესამოწმებელი ობიექტის წარმომადგენლები, დამსაქმებელი და დასაქმებულები.

2. შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევასა და განსაზღვრულ ვადაში ობიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა ინსპექტირების პროცესში.

3. ობიექტის წარმომადგენლის უარი ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის მიღების თაობაზე, ასევე მისი ადგილზე არყოფნა არ აჩერებს ობიექტის შემოწმების პროცესს.

4. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავების, შესაბამისი გაზომვების ან/და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მიზნით, შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან ექსპერტები.

5. საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების პროცესში შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ სპეციალისტები/ექსპერტები (მათ შორის, უცხოელი), ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭიროებ