და
ვიდეოჩანაწერი
1. ინსპექტირების პროცესში ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)ს უფლება აქვს/აქვთ განახორციელოს (განახორციელონ) ობიექტის საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების, მისი საქმიანობის, ობიექტზე მყოფი დასაქმებულების, ასევე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტო/ვიდეომასალის გადაღება სრულად, რის შესახებაც ობიექტზე შესვლისთანავე აცნობებს/აცნობებენ ობიექტის უფლებამოსილ პირს.
2. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულებები ობიექტზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე როგორც მტკიცებულებები ობიექტის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.
3. ინსპექტირების პროცესში გადაღებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერი ობიექტურად უნდა ასახავდეს მდგომარეობას ინსპექტირების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებულ უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან ინსპექტირების განმახორციელებელი პირი აფიქსირებს ამ ინფორმაციას სხვა საშუალებებით.
4. ობიექტი უფლებამოსილია, მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ამსახველი ფოტო/ვიდეოჩანაწერის გავრცელების შეზღუდვა და მოითხოვოს მისი კონფიდენციალურობა, რაც შესაბამისი დასაბუთებით ინსპექტირების დაწყებამდე ან ინსპექტირების პროცესში უნდა ეცნობოს ინსპექტირების განმახორციელებელ პირს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ობიექტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული მოთხოვნა არ აჩერებს ინსპექტირების პროცესში ფოტო/ვიდეოგადაღების განხორციელებას. ხოლო ინსპექტირების დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ფოტოსურათების, ვიდეოკადრების) კონფიდენციალურად შენახვის თაობაზე ობიექტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა განიხილება და შეფასდება შრომის ინსპექციის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი