1. კონტროლის პროცესში კონტროლის განმახორციელებელ პირ(ებ)ს უფლება აქვს/აქვთ, განახორციელოს/განახორციელონ კონტროლის ობიექტის საქმიანობის, ასევე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტომასალის/ვიდეომასალის გადაღება სრულად, რის შესახებაც კონტროლის ობიექტზე შესვლისთანავე აცნობებს/აცნობებენ კონტროლის ობიექტის უფლებამოსილ პირს. ფოტომასალა/ვიდეომასალა ინახება ჩანაწერის გაკეთებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გასაჩივრდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასში გამოვლენილი დარღვევები ასახულია ფოტომასალაში/ვიდეომასალაში, რომელიც უნდა წაიშალოს/განადგურდეს სამართალდარღვევის ოქმის განხილვის დასრულებისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ).
2. კონტროლის პროცესის ამსახველი ფოტოჩანაწერის/ვიდეოჩანაწერის შენახვისა და განადგურების პროცედურები დგინდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულებები კონტროლის ობიექტზე არსებული სიტუაციის აღწერისათვის, ასევე როგორც მტკიცებულებები კონტროლის ობიექტის მიერ სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დაცვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.
4. კონტროლის პროცესში გადაღებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერი ობიექტურად უნდა ასახავდეს მდგომარეობას კონტროლის განხორციელების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით ან ინსპექტირების განმახორციელებელი პირი აფიქსირებს ამ ინფორმაციას სხვა საშუალებებით.
5. კონტროლის ობიექტი უფლებამოსილია, მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ამსახველი ფოტო/ვიდეოჩანაწერის გავრცელების შეზღუდვა და მოითხოვოს მისი კონფიდენციალურობა, რაც შესაბამისი დასაბუთებით კონტროლის პროცესის დაწყებამდე ან კონტროლის პროცესში უნდა ეცნობოს კონტროლის განმახორციელებელ პირს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კონტროლის ობიექტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული მოთხოვნა არ აჩერებს კონტროლის განხორციელების პროცესში ფოტო/ვიდეოგადაღების განხორციელებას. ხოლო კონტროლის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ფოტოსურათების, ვიდეოკადრების) კონფიდენციალურად შენახვის თაობაზე კონტროლის ობიექტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა განიხილება და შეფასდება სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი