1. კონტროლის განმახორციელებელ პირს (პირებს), სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების კონტროლის პროცესში, დარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლება აქვს (აქვთ), მოითხოვოს (მოითხოვონ) კონტროლის ობიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სათანადო ასლების წარდგენა როგორც თავად კონტროლის განხორციელების პროცესში, ასევე ადგილზე კონტროლის დასრულების შემდგომ.
2. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დოკუმენტური მასალა უნდა მოიპოვოს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) მატერიალური (ქაღალდის) ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში, კონტროლის განხორციელებისას ადგილზე შემოწმებული და შესწავლილი უნდა იქნეს მათი ორიგინალები, გაკეთდეს ასლები და დამოწმდეს კონტროლის ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და სათანადო ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი და ასლების დამოწმება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.
3. კონტროლის განმახორციელებელი ვალდებულია, დაიცვას მოპოვებული მტკიცებულებების კონფიდენციალურობა როგორც კონტროლის განხორციელების პროცესში, ასევე მის შემდგომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კონტროლის ობიექტზე კონტროლის განხორციელების შედეგე