1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი, განხორციელებული კონტროლის  საფუძველზე, ადგენს კონტროლის შედეგების ამსახველ დოკუმენტს, რომლის ასლი უნდა ჩაბარდეს მხარეს.

2. კონტროლის განხორციელების შემდეგ, სააგენტოს უფლებამოსილი პირი, საქმის მასალებისა და კონტროლის დროს მოპოვებული მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმი/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელშიც აისახება კონტროლის შედეგები.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას უფლებამოსილი პირი, მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილია სამართალდამრღვევის თაობაზე შეადგინოს/გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

4. თუ კონტროლის განხორციელების პროცესში მონაწილეობდა/ მონაწილეობდნენ სხვა სუბიექტ(ებ)იც, ექსპერტის ან/და სპეციალისტის სახით, მათ მიერ გაცემული დასკვნები ასევე თან ერთვის კონტროლის შედეგების ამსახველ დოკუმენტს.

5. თუ კონტროლის განხორციელების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, კონტროლის განმახორციელებელი პირი გამოსცემს შესაბამის დოკუმენტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IV

კონტროლის ობიექტის უფლება-მოვალეობე