1. სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში კონტროლის განხორციელების საფუძველზე სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის/შევსების და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების  შესახებ;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება სამედიცინო სფეროში მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის უფლების/ლიცენზიის/ნებართვის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების შესახებ;

გ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადაწყვეტილება.

2. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 445 მუხლისა და 447 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის დადგენისას, სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „გამოვლენილი დარღვევების მიმართ საჯარიმო სანქციების გამოანგარიშებისა და გამოყენების წესის“ შესაბამისად.

4. თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, სამედიცინო საქმიანობა სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის 41 − 43 პუნქტებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 და 341 მუხლების შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილობრივ შეჩერება გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის უფლება/ლიცენზია/ნებართვა, სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის კონკრეტული მიმართულება.

6. კონტროლის ობიექტის საქმიანობის ნაწილობრივი/სრული შეჩერების საკითხს სააგენტო განიხილავს კომისიური წესით. კომისიას ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტო ვალდებულია, სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების დამტკიცების −  გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის უფლების/ ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო საქმიანობის უფლება − აღდგენილად.

9. მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის უფლების/ლიცენზიის/ ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოქმედებს შესაბამისი დარღვევის გამოსწორებამდე და სააგენტოს მიერ საქმიანობის უფლების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

10. სააგენტო, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე პირის განცხადების საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის/ლიცენზიის/ნებართვის პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/ ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში სამედიცინო საქმიანობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გაუქმებულად ჩაითვლება.

12. თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო საქმიანობის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაბარდეს/ გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII26 თავით დადგენილი წესი