კონტროლის პროცესში კონტროლის ჯგუფის წევრი, ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების გარდა, კონტროლის განხორციელების პროცესში ასევე უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) დასვას კითხვები კონტროლის განხორციელების თაობაზე სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხზე;

ბ) კონტროლის ობიექტის უფლებამოსილი პირისგან მოითხოვოს სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია მის მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად;

გ) საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლის გადაღება ან ამონაწერის გაკეთება;

დ) მატერიალური (ქაღალდის) ფორმით არსებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შემთხვევაში, ადგილზე შეამოწმოს და შეისწავლოს დოკუმენტების ორიგინალები და მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტების ასლების გადაღება და სათანადო წესით დამოწმება, ხოლო ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში − მოითხოვოს ასლის ამობეჭდვა და სათანადო წესით დამოწმება;

ე) კონტროლის ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებით კონტროლთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენა (მატერიალურად ან/და ელექტრონული ფორმით), რისთვისაც კონტროლის ობიექტის წარმომადგენელს განუსაზღვრავს სათანადო ვადას;

ვ) მოიძიოს და გამოავლინოს ყველა ის ფაქტი და გარემოება, რომელიც სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კონტროლს ექვემდებარება, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეეხება სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის პროცესებს, კონტროლის ობიექტს/პერსონალს/პაციენტს;

ზ) მოსთხოვოს ახსნა-განმარტება კონტროლის ობიექტის პასუხისმგებელ პირ(ებ)ს;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებ