კონტროლის განხორციელების მიზნით, სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) დღე-ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე;
ბ) მოითხოვოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების, დოკუმენტის, საზედამხედველო ობიექტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დათვალიერება, ხელშეუხებლობა, დალუქვა ან/და ამოღება, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია კონტროლის განსახორციელებლად;
გ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, გააკეთოს ჩანაწერი, ამონაწერი, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის გადაღება;
დ) შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითება;
ვ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს სააღსრულებო ფურცელი;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს შესაბამისი თარჯიმნის ან/და ექსპერტის/სპეციალისტის დახმარება;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებ