1. სააგენტო, უფლებამოსილების ფარგლებში, კონტროლს ახორციელებს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კონტროლის განხორციელების საფუძველი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეიძლება, იყოს:
ა) პაციენტის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი;
ბ) ორსულის, ახალნამშობიარები ქალის ან/და ახალშობილის ან ბავშვის გარდაცვალება;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა;
დ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე გართულება ან მისი მოულოდნელი გარდაცვალება, რაც ცნობილ იქნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
3. ფარმაცევტული საწარმოსა და საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით კონტროლის განხორციელების საფუძველი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეიძლება, იყოს:
ა) მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა;
გ) გავრცელებული საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
დ) გავრცელებული საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არსებობს გარემოება, რომელიც შესაძლებელია, მტკიცებულების განადგურებას უკავშირდებოდეს.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით სააგენტო კონტროლის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ვადებითა და პროცედურით.
5. სააგენტო სხვა შემთხვევებში, კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის განხორციელებისას, მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი3“ და „ი4“ ქვეპუნქტების საფუძველზე, კონტროლის განხორციელების პროცესი დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც კონტროლის ობიექტზე შევა სააგენტოს უფლებამოსილ პირთა ჯგუფი.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძვლით კონტროლის განხორციელებისთვის, ხოლო, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძვლით კონტროლის განხორცილებისას, ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, მიღებული (შეგროვებული) ინფორმაცია უნდა შეიცავდეს გონივრულ დადასტურებას მისი ნამდვილობის შესახებ, რა დროსაც, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა, დარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეძლებისდაგვარად უნდა გამოარკვიოს:
ა) პაციენტის/მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის ვინაობა;
ბ) დარღვევის ნიშნები;
გ) დარღვევის ჩამდენი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია;
დ) დარღვევის ჩადენის ადგილი;
ე) სხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს დარღვევის გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით.
8. კონტროლის (მათ შორის, კონტროლის ობიექტზე მისვლის გარეშე) განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
9. სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის დაწყების შემდეგ, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
10. თუ სასამართლო უარს განაცხადებს მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე, სააგენტო ვალდებულია, შეწყვიტოს კონტროლის ობიექტზე კონტროლის განხორციელება და გამოსცეს ბრძანება კონტროლის პროცესის შეწყვეტის შესახებ.
11. კონტროლის განხორციელების პროცესში, სააგენტო პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მათ შორის, მონაცემების მოპოვების წყაროებისა და საშუალებების კანონიერების დაცვი