1. კონტროლის ობიექტზე შესვლისთანავე, კონტროლის ჯგუფის უფროსმა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, კონტროლის ობიექტის წარმომადგენელს უნდა გააცნოს კონტროლის განხორციელების თაობაზე სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მიაწოდოს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
2. კონტროლის დაწყებამდე, კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა კონტროლის ობიექტს უნდა განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი კონტროლის პროცესში.
3. კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელის მოთხოვნისთანავე კონტროლის ობიექტი ვალდებულია, გამოყოს თანმხლები უფლებამოსილი პირი, რომელიც სააგენტოს უფლებამოსილ ჯგუფის წევრებს მიაწვდის კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, იქნება თანმხლები კონტროლის ობიექტზე ან/და კონტროლის ჯგუფს დაეხმარება სათანადო პირებთან კომუნიკაციაში.
4. კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელის მოთხოვნისთანავე კონტროლის ობიექტი ვალდებულია, კონტროლის ჯგუფს გამოუყოს სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს კონტროლის ჯგუფის წევრების საოფისე ტექნიკასთან ხელმისაწვდომობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში