ა) კონტროლის ობიექტი – სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებები ან/და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ან/და სხვა სამედიცინო პერსონალი;

ბ) სააგენტო  –  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;

გ) უფლებამოსილი პირი − ყველა ის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში და მისი სახელით;

დ) კონტროლის განმახორციელებელი პირი – სააგენტოში დასაქმებული პირი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს და უშუალოდ მონაწილეობს კონტროლის ობიექტის კონტროლის პროცესში;

ე) კონტროლის ჯგუფი − სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტროლის განმახორციელებელი პირებისგან შემდგარი ჯგუფი;

ვ) სახელმწიფო კონტროლი (შემდგომში − კონტროლი) – სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში მარეგულირებელი ნორმების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ამ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ზ) ნაწილობრივი კონტროლი – სააგენტოს მიერ კონტროლის ობიექტის მიმართ სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დაცვის მდგომარეობის, მიზნობრივად, ცალკეული კომპონენტების ან/და მიმართულებების მიხედვით კონტროლი;

თ) განმეორებითი კონტროლი − კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევ(ებ)ის გადამოწმება;

ი) ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება – სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში, ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების ან/და დოკუმენტის  მოპოვება, ვიზუალური დათვალიერება, გაცნობა, გამოთხოვა, ამოღება ან დალუქვა;

კ) სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი ნორმები − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი სხვა ნებისმიერი აქტის ნორმებ