1. „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში კონტროლის განხორციელების პროცედურა, წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე სამედიცინო და ფარმაცევტული ნორმების დაცვის კუთხით სახელმწიფო კონტროლის ობიექტზე შესვლის გზით კონტროლის განხორციელების წესსა და მასთან დაკავშირებულ საქმისწარმოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.
2. ეს წესი არის სახელმძღვანელო ყველა იმ პირისათვის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს კონტროლის პროცესში, პასუხისმგებელია კონტროლის განხორციელების პროცესის მიმდინარეობასა და ზედამხედველობაზე.
3. ამ წესის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი კონტროლ