1. კონტროლის პროცესში მონაწილეობენ სააგენტოს უფლებამოსილი პირი (პირები), შესამოწმებელი კონტროლის ობიექტის წარმომადგენლები და ასევე შესაძლებელია, მონაწილეობდნენ ექსპერტები, სპეციალისტები ან სხვა პირები.

2. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევასა და განსაზღვრულ ვადაში კონტროლის ობიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა კონტროლის პროცესში.

3. კონტროლის ობიექტის წარმომადგენლის უარი კონტროლის პროცესში მისი მონაწილეობის მიღების თაობაზე, ასევე მისი ადგილზე არყოფნა არ აჩერებს კონტროლის ობიექტის კონტროლის განხორციელების პროცესს.

4. კონტროლის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, კონტროლის ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავების, შესაბამისი გაზომვების ან/და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მიზნით, შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან ექსპერტებ