კონტროლის ობიექტის უფლებამოსილ პირს, კონტროლის პროცესში, სააგენტოს კანონიერი ქმედებების განხორციელებისას ეკისრება შემდეგი ვალდებულება:
ა) კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია;
ბ) კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფს გამოუყოს სამუშაო სივრცე;
გ) ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის წევრს/წევრებს, თავისუფლად გადაადგილდეს/გადაადგილდნენ კონტროლის ობიექტის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებები;
დ) დადგენილი წესითა და მოთხოვნილ ვადებში წარუდგინოს კონტროლის ჯგუფს საქმიანობის სფეროში მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი (პასუხისმგებელია ასევე მათ ნამდვილობაზე), შედგენილი სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ე) კონტროლის განხორციელებისას, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია მისი მისამართის, იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართის, საქმიანობის ადგილის, საქმიანობის სფეროს, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ხელმძღვანელის) და კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
ვ) წარადგინოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია, მასალები და სხვა ინფორმაცია;
ზ) კონტროლის ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს კონტროლის განხორციელების პროცესში კონტროლის ობიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა;
თ) შეასრულოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გათვალისწინებული, მისი მონაწილეობით განსახორციელებელი სხვა მოვალეობებ