1. ობიექტის ინსპექტირების შემდეგ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი, საქმის მასალების შესწავლისა და ინსპექტირების დროს მოპოვებული მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმი, რომელშიც აისახება ინსპექტირებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები (დარღვევები).

2. ობიექტის ინსპექტირებისას, როდესაც ზოგიერთი მოთხოვნის შესრულების შემოწმება დაკავშირებულია მავნე ფაქტორების გაზომვის, ლაბორატორიული ანალიზების შედეგებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებებთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხორციელდება ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ საქმის ყველა მასალის შეგროვებისა და შესაბამისი დარღვევების გამოვლენის შემდეგ.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ასახულ დარღვევებზე შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ შედგება შესაბამისი მითითება გამოვლენილი დარღვევების შესახებ. გაცემული მითითება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განუყოფელი ნაწილი და გადაეცემა სამართალდამრღვევს შესაბამის ოქმთან ერთად.

4. თუ ინსპექტირების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს წარუდგინოს შემოწმების ანგარიში თანდართული დოკუმენტაციითა და ფოტო-ვიდეომასალით.

5. თუ ინსპექტირების დროს ინსპექტირების პროცესში მონაწილეობდა/მონაწილეობდნენ სხვა სუბიექტ(ებ)იც, ექსპერტის ან/და სპეციალისტის სახით, მათ მიერ გაცემული დასკვნები ასევე თან ერთვის ოქმ