ობიექტის
მიმართ
1. ობიექტის უფლებამოსილ პირს, ინსპექტირების პროცესში, შრომის ინსპექციის კანონიერი ქმედებების განხორციელებისას, ეკისრება ვალდებულება:
ა) საჭიროების შემთხვევაში, აღჭურვოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი დამატებითი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს მას ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, გამოუყოს მას სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მისი (მათი) საოფისე ტექნიკასთან (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ხელი შეუწყოს ინსპექტირების განმახორციელებელ პირს, თავისუფლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს ინსპექტირებისთვის საჭირო ღონისძიებები;
გ) დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში წარუდგინოს შრომის ინსპექციას შრომის უსაფრთხოების სფეროში მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი (პასუხისმგებელია ასევე მათ ნამდვილობაზე), შედგენილი სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
დ) ინსპექტირების განხორციელებისას, შრომის ინსპექციის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია მისი მისამართის, საწარმოს შემთხვევაში – იურიდიული მისამართის, საქმიანობის ადგილის, საქმიანობის სფეროს, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ხელმძღვანელის) და კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
ე) ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მოთხოვნით, შეაჩეროს ობიექტის საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილობების სამუშაო პროცესი (კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში);
ვ) წარადგინოს შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მასალები და სხვა ინფორმაცია;
ზ) არ დაუშვას ისეთი ოპერაციების შეზღუდვა, რომლებიც აუცილებელია ფიზიკური, ქიმიური ან/და ბიოლოგიური ფაქტორების გასაზომად ან/და სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად;
თ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ინსპექტირების პროცესში ობიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა;
ი) შეასრულოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გათვალისწინებული, მისი მონაწილეობით განსახორციელებელი სხვა მოვალეობები.
2. თუ ობიექტის უფლებამოსილი პირი ან/და ყველა ის პირი, რომელიც მოქმედებს ობიექტის სახელით, ხელს უშლის (აფერხებს) შრომის ინსპექციას კანონიერი მოქმედებების განხორციელებისას და არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, ინსპექტირების განმახორციელებელი პირი აკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას და განუსაზღვრავს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სანქცია