1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლის შემდგომ, უნდა განხორციელდეს ობიექტის გადამოწმება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი, განმეორებით შემოწმების დროს, საქმის მასალების შესწავლის, ინსპექტირებისას გამოთხოვილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, შეადგენს შემოწმების აქტს. შემოწმების აქტში განისაზღვრება წინა ინსპექტირების დროს გაცემული მითითებ(ებ)ის შესრულების საკითხი, შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებით – მითითება შესრულდა/მითითება არ შესრულდა.
3. ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელიც არ იქნა გამოსწორებული ობიექტის მიერ, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავე წესით, რომელიც დადგენილია პირველადი ინსპექტირების დროს ოქმის შედგენისას.
4. განმეორებითი ინსპექტირების დროს, სამართალდამრღვევის მიმართ ასევე შედგენილ იქნება მითითება მხოლოდ იმ დარღვევების გათვალისწინებით, რომლებიც არ იყო შესრულებული სამართალდამრღვევის მიერ პირველი ინსპექტირების შემდგომ.
5. მითითების შედგენისათვის გამოიყენება იგივე წესი, რაც გათვალისწინებულია პირველი ინსპექტირების დროს მითითების შედგენისა