კონტროლის
განხორციელების ძირითადი პრინციპები
შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს შრომის ინსპექცია იყენებს შემდეგ პრინციპებს:
ა) ობიექტების კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) დარღვევათა გამოვლენისას პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება;
გ) ანალოგიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენება;
დ) შრომის ინსპექციის მიერ მისი საქმიანობის განხორციელებისას გამჭვირვალობა;
ე) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;
ვ) სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობ