ა) ინსპექტირების ობიექტი (შემდგომში – ობიექტი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც ექვემდებარება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების ზედამხედველობას, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;
ბ) შრომის ინსპექცია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი;
გ) შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი – სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი;
დ) შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი − ყველა ის პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს გარკვეული ქმედებები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში და სახელით;
ე) ინსპექტირების განმახორციელებელი პირი (შრომის ინსპექტორი) – სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში დასაქმებული პირი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ სამსახურს და უშუალოდ მონაწილეობს ობიექტის ინსპექტირებაში;
ვ) სახელმწიფო კონტროლი – შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, ობიექტის შემოწმებასა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ზ) ინსპექტირება – ობიექტზე სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
თ) განმეორებითი ინსპექტირება (რეინსპექტირება) – ობიექტზე, დარღვევის/დარღვევების გამოსასწორებლად მიცემული ვადის შემდეგ, სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განმეორებით განხორციელებული ინსპექტირება;
ი) ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება – ობიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად. ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება) და მისი სისტემატური ანალიზი;
კ) ნაწილობრივი ინსპექტირება – კონკრეტული დასაქმებულის ან/და დასაქმებულთა გარკვეული ჯგუფის სამუშაო ადგილის ინსპექტირების მიზნით, სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ობიექტის ნაწილობრივ (სამუშაო სივრცის ნაწილი, კონკრეტული სამუშაო ადგილი, ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.) შემოწმებ