1. ეს წესი განსაზღვრავს საწარმოში/ორგანიზაციაში (შემდგომში – ინსპექტირების ობიექტი) დასაქმებულთა და სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ გარემოებებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესსა და პირობებს (შემდგომში – ინსპექტირების წესი), ადგენს ინსპექტირების ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით სახელმწიფო კონტროლის, ასევე ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის მიზნით ინსპექტირებებს. მათ შორის, წესი განსაზღვრავს ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.
2. ეს წესი არის სახელმძღვანელო ყველა იმ პირისათვის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ინსპექტირების პროცესში, პასუხისმგებელია ინსპექტირების განხორციელების პროცესის მიმდინარეობასა და ზედამხედველობაზე, ასევე ინსპექტირების პროცესში ჩართული დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის.
3. ამ წესის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობ